თელავის მუნიციპალიტეტის მერია დროებით დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერია დროებით დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა.

ასევე, დროებით წყვეტს მუშაობას მერიაში ყველა მუდმივმოქმედი კომისია. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სატელეფონო ან ონლაინ კონსულტაციებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები