ონში საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს
ონის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ სამუშაოებს შპს “იერი” ასრულებს.
პროექტის ღირებულება 1 991000 ლარია და აღმაშენებლის ქუჩის, აღმაშენებლის მოედნის რეაბილიტაციასა და საფეხმავლო ბილიკების კეთილმოწყობას მოიცავს.