ნანა ოდიშარია: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 34 ადამიანი იმყოფება
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ოდიშარიას განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 34 ადამიანი იმყოფება. აქედან, 15 ზუგდიდში, 3 აბაშაში, 6 ხობში, 3 წალენჯიხაში, 1 მარტვილში, 3 სენაკში და 3 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.
“ძირითადად იტალიიდან ჩამოსული ადამიანები არიან, მაგრამ არიან ასევე გერმანიიდან ჩამოსულებიც. როგორც იცით, უკვე საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან ჩამოსულებმაც უნდა გაიარონ თვითიზოლაციის პერიოდი. დარღვევებს რაც შეეხება, ამ ეტაპზე არ გვაქვს“, – განაცხადა ნანა ოდიშარიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში – 295 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 49 ადამიანი რჩება.