გიორგი გახარია: მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის
“მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში გადადის საგანგებო მუშაობის რეჟიმზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, არსებული გამოწვევებისთვის მზად უნდა ვიყოთ.
„ჩვენ ვალდებულები ვართ, შესაბამისად, მზად ვიყოთ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ. პირველ ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მოხუცებზე, ბავშვებსა და ერთმანეთზე. მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში გადადის საგანგებო მუშაობის რეჟიმზე, განსაკუთრებით ეს ეხება ჯანდაცვის, შსს-ს, განათლების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის უწყებებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებზე ფუნქციონირებენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.