მამუკა მდინარაძე: ვფიქრობთ, „ქართულ ოცნებას“ 50-დან 60 პროცენტამდე შედეგი გვექნება და არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

“კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა, რომელშიც ასახულია ყველა ის დეტალი, რაზეც ჩვენ და ოპოზიციამ შეთანხმება მოვახერხეთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმებას საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი მიესალმა.

„იქნება 120/30-ზე და იქნება, ასევე, „ჩამკეტი“, რომელიც გულისხმობს იმას, რომ 40-პროცენტიანი და უფრო დაბალი შედეგის მქონე პარტიამ ვერ დააკომპლექტოს მთავრობა. „ქართულ ოცნებას“ ამის პრობლემა არ აქვს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 50-დან 60 პროცენტამდე შედეგი გვექნება და არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. შეთანხმებას საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი მიესალმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები