ხობში მცხოვრები 3000-ზე მეტი ოჯახი სტაბილურ წყალმომარაგებაზე გადავა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ხობში მრავალბინიან კორპუსებსა და კერძო სახლებში ინდივიდური გამრიცხველიანების სამუშაოებს ასრულებს.

პროექტის დასრულების შემდეგ, აღმოიფხვრება დანაკარგები. შედეგად, ხობში მცხოვრები 3 000-ზე მეტი ოჯახი, გრაფიკიდან სტაბილურ წყალმომარაგებაზე აპრილიდან გადავა. სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 618 000 ლარი მოხმარდა.

ხობში წყალმომარაგების მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, სრულიად ახალი წყლის სისტემა მოეწყო და ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები