წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

წალენჯიხაში, ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე ხის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეზობლების ინფორმაციით, ოჯახი დროებით თბილისში ცხოვრობს. ცეცხლი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

ბოლო მონაცემებით, ხანძრის კერები ლიკვიდირებულია სამეგრელოს ოთხივე მუნიციპალიტეტში. მაშველებმა და ადგილობრივებმა ზუგდიდში, წალენჯიხაში, მარტვილსა და ჩხოროწყუში ხანძრის ყველა კერის ჩაქრობა მოახერხეს. სამეგრელოში დამწვარია წიწვოვანი ტყეები, სახნავ-სათესი სავარგულები, თხილნარი და დამხმარე ნაგებობა. ცეცხლის კერების გაჩენის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები