სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გაჩენილ ხანძრებს მეხანძრე-მაშველები 24-საათიან რეჟიმში ებრძვიან (ვიდეო)

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძრებს მეხანძრე-მაშველები რამდენიმე დღეა, 24-საათიან რეჟიმში ებრძვიან.

ბოლო ორი დღის განმავლობაში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, 50 ჰექტრამდე ფართობია დამწვარი. მარტვილის მუნიციპალიტეტში კი ხანძარმა სოფლის სასაფლაო გაანადგურა. ასევე, დამწვარია რამდენიმე ჰექტარი ტყის ფართობი.

რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტს – სოფელ ზედა ეწერის ტერიტორიაზე დაიწვა ქარსაფარი და ელექტრო სადენების გადამცემი ხის ბოძები. რეგიონის მასშტაბით ხანძრები ლოკალიზებულია, თუმცა რჩება ცალკეული კერები, რომლის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ზარალის ოდენობა, ამ ეტაპზე, უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, საგაზაფხულო სამუშაოებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ, რადგან მასობრივი ხანძრის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება. ხანძრებმა, რეგიონის მასშტაბით, მოსახლეობის თხილისა და ჩაის პლანტაციები გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები