ამბროლაურში ახალგაზრდული საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ამბროლაურში, სასტუმრო „მეტეხარაში“, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით და ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდული  საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც თბილისის ჰაბთან ერთად, “საქართველოს ბანკის” თანადაფინანსებით ხორციელდება.

როგორც “რეგიონულ კვირასთან” გაეროს განვითარების პროექტის “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” ოფიცერმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამა მეოთხედ ხორციელდება.

“თბილისიდან გავედით რეგიონებში. ოთხი სამიზნე რეგიონი შეირჩა, რომელთა შორისაა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარე. გვინდა, ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება თავიანთი იდეები ეკონომიკურად გამართულ ბიზნესმოდელად აქციონ და ვთვლით, რომ ადგილობრივი პრობლემები უნდა დაიძლიოს ადგილზე. ეს იქნება ახალგაზრდების წახალისება, როგორ მოარგონ თავიანთი იდეები თავიანთ ადგილობრივ სოციალურ პრობლემებს“, – განაცხადა პროექტის ოფიცერმა, გვანცა ირემაშვილმა.

შეხვედრაში ადგილობრივი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

“საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო. საშუალება გვეძლევა რეგიონების განსავითარებლად ვიმოქმედოთ და ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონის განვითარებაში“,-განაცხადა მარიამ უჩაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები