ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ვაკიჯვარსა და გომში, ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. ვაკიჯვარში ცეცხლის ღია კერა ამ ეტაპზე აღარ არის, დარჩენილია რამდენიმე წერტილი, სადაც ცოცხალი ძალა, ინდივიდუალური აღჭურვილობით, ჩაქრობით სამუშაოებს აწარმოებს.
ცოცხალი ძალა გადაყვანილია სოფელ გომში, სადაც ამ დროისთვის 80 – მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს. ასევე, მუშაობას აგრძელებს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ხანძარი ლოკალიზებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. საგანგებო შტაბი მუშაობის 24 საათიან რეჟიმზეა გადასული. პროცესში ჩართულია 165 მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.
ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.