ოზურგეთში იტალიიდან ჩამოსულმა ქალმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია
ოზურგეთში იტალიიდან დაბრუნებულმა ქალმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქუტიძემ დაუდასტურა.
“არ დაგვემორჩილა, იმყოფებოდა ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ. როგორც გვაცნობეს, საღამოობით გამოდიოდა და სეირნობდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ. მაცხოვრებლებმა შენიშნეს და გვითხრეს. ვიყავით და ვესაუბრეთ, მკაცრი გაფრთხილება მივეცით. სავარაუდოდ, კარანტინში გადავიყვანთ, თუმცა არ ვიცით ჯერ – სად. დაავადებული არ არის, არც არანაირი სიმპტომი აღენიშნება. საქართველოში აღნიშნული პირი 4 მარტს შემოვიდა”, – განაცხადა ქუტიძემ.
ამ დროისთვის, ოზურგეთში თვითიზოლაციას 14 ადამიანი გადის.