იუსტიციის უმაღლესი საბჭო, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საერთო სასამართლოების ვიზიტორებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან თავის შეკავებას სთხოვს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს და, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საერთო სასამართლოების ვიზიტორებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან თავის შეკავებას სთხოვს.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების ვიზიტორებს, მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ – დაიცვან როგორც საკუთარი, ისე – გარშემომყოფთა ჯანმრთელობა.

სასამართლო სისტემა კორონავირუსთან დაკავშირებით შესაბამისი უწყების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს სრულად ითვალისწინებს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სასამართლოებში სადეზინფექციო სამუშაო ჩატარდა და ეს პროცესი გრძელდება.

ხელმისაწვდომია ხელის დასამუშავებელი ე.წ. დეზინფექტორები.

მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებული თანამშრომლები იმყოფებიან თვითიზოლაციაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები