წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 8 ლოკაციაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად 8 ლოკაციაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ცეცხლის აქტიური კერებია მუნიციპალიტეტის ორ ადმინისტრაციულ ერთეულში, კანთის უბანსა და სამიქაოს ტერიტირიაზე. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები და მუშაობს სპეცტექნიკა.
წალენჯიხის მერის პირველი მოადგილის ცოტნე შონიას განცხადებით, კანთის უბანში დამწვარია ადგილობრივი მოსახლეობის თხილის და ჩაის პლანტაციები.
მისივე ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის პროცესში სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადებია ჩართული. სამიქაოს უბანში, სადაც ყველაზე დიდი საშიშროება იყო, რომ ცეცხლი მოსახლეობამდე გავრცელებულიყო, ხანძარი ლოკალიზებულია.
ცეცხლის ქრობის სამუშაოებს გართულებული ხილვადობა და ძლიერი ქარი აფერხებს.