ქობულეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბუკნარი-საჩინო, ბუკნარი-გოხიძეები საავტომობილო გზის 1,1 კმ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა მოეწყო. სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტისთვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 478 816 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ 50 ოჯახი ცხოვრობს.