სოფელ საირმეში ხანძარია

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი საირმეში ხანძარია. ცეცხლი ეკალ-ბარდებსა და ბალახს უკიდია.

როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ტერიტორიაზე არის მიტოვებული სახლები და იყო საშიშროება მათზე გავრცელებისა.

მეხანძრე-მაშველებმა ორი სახლი დაწვას გადაარჩინეს.  ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს”, – განაცხადეს უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები