მერაბ ქვარაია: ამ შეთანხმებით ქვეყანამ მოიგო, ვინ უფრო ბედნიერი იქნება არჩევნებით, ამას ამომრჩეველი და შედეგები გადაწყვეტს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მერაბ ქვარაია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი თქმით, შეთანხმებით მოიგო ქვეყანამ და არა – რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ.

“ამ შეთანხმებით ქვეყანამ მოიგო და არა – რომელიმე პოლიტიკურმა გუნდმა ან პარტიამ.

გამარჯვებაზე საუბარი ჯერ ნაადრევი და არასერიოზულია. ვინ უფრო ბედნიერი იქნება არჩევნების შედეგებით, ამას ამომრჩეველი და არჩევნების შედეგები გადაწყვეტს.
მთავარია ის, რომ ჩვენს ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს ინდივიდურად საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში – მაჟორიტარი დეპუტატი და ამავე დროს სასურველი პარტია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რისკები ხელისუფლების ვერჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მინიმიზირებულია”, – წერს ქვარაია.

ცნობისთვის, გუშინ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები