კორონავირუსის გამო, რომის პაპმა საკვირაო ქადაგება ონლაინრეჟიმში ჩაატარა
კორონავირუსის ეპიდემიის გამო, რომის პაპმა ფრანცისკე I-მა საკვირაო ქადაგება ონლაინეთერის რეჟიმში გამართა.
Vatican News-ის ინფორმაციით, გამოსავლისას რომის პაპი იმყოფებოდა ვატიკანის სამოციქულო სასახლის ბიბლიოთეკაში და არა – რეზიდენციის აივანზე, წმინდა პეტრეს მოედანზე.
მესის ჩატარების ასეთი ფორმატი ვატიკანმა იტალიის მთავრობის თხოვნით აირჩია, რათა თავიდან აირიდოს Covid-19-ის გავრცელება „ხალხის დიდ ჯგუფებს შორის, რომლებიც მასზე იკრიბებიან“.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 7. 375 შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 366 ადამიანი.