ვატიკანში კორნავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ვატიკანში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ წმინდა საყდრის პრესსპიკერმა, მატეო ბრუნიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსი ხუთშაბათს გამოავლინეს, მას შემდეგ კი ვატიკანის სამედიცინო მომსახურებისა და ჯანდაცვის დირექციის ამბულატორიაში მომსახურების გაწევა შეწყდა და მოხდა მისი სანიტარული დეზინფექცია. მომხდარის საქმის კურსშია იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო.

ინფიცირებულის ვინაობა არ გასაჯაროებულა.
ამ დროისთვის, იტალიაში Covid-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 3.858-ს შეადგენს, დაღუპულია 148 ადამიანი, განიკურნა 414 პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები