ეკატერინე ტიკარაძე: კერძო ბაღების მიმართ, სააღმზრდელო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, მოთხოვნა, გამკაცრდება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ახალი კორონავირუსის მდგომარეობის გამო, კერძო ბაღებთან მიმართებით სააღმზრდელო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით მოთხოვნა გამკაცრდება.
მინისტრის თქმით, პრემიერთან შეხვედრის შემდეგ დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი.
„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო ბაღებთან მიმართ, რა თქმა უნდა, მოთხოვნა გამკაცრდება. აქედან ყველა პრემიერთან შეხვედრაზე მივდივართ. შესაბამისად, იქ იქნება ქალაქის მერი, განათლების სამინისტრიც, დამატებით ზომებს მივიღებთ და გავაკეთებთ კომენტარს”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული. პრევენციის თვალსაზრისით, სასწავლო პროცედურის შეჩერების თაობაზე რეკომენდაცია გაეწიათ ბაღებს, სკოლებსა და უნივერისტეტებს.