სოფლის განვითარების უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში განიხილა

საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წწ. სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს.

სხდომის თავმჯდომარემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის და მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა სოფლად სიღარიბის აღმოფხვრის პროცესში საერთაშორისო, დონორი და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობის და მხარდაჭერის მნიშვნელობზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ვრცლად ისაუბრა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის მე-4 ფაზის (ENPARD IV) დაწყების და მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში, საბჭოს წევრებს საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წწ. სტრატეგიის ფარგლებში, 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშები გააცნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, იუსტიციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წწ. სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის 2019 წლის აქტივობების დიდი ნაწილი შესრულდა, რაც დადებითი მაჩვენებელია.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის (EUD), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები