ჩხოროწყუში ხანძარი ლოკალიზებულია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის ტყეში გაჩენილი ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია.

ამ წუთებში გარკვეული კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე 45 მეხანძრე მაშველი მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არ არსებობს საფრთხე, ცეცხლი დასახლებულ პუნქტს მოედოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები