კალათბურთელი და მწვრთნელი, ლევან მოსეშვილი გარდაიცვალა

ქართული კალათბურთის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, თბილისის „დინამოს” მოთამაშე და შემდგომში ლეგენდარული მწვრთნელი – ლევან მოსეშვილი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ტიტულები და მიღწევები:
– ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი: 1964 (ტოკიო)
– ევროპის ჩემპიონთა თასი: 1962
– სსრკ ჩემპიონი: 1968
– სსრც ვიცე-ჩემპიონი: 1960, 1961, 1969
– სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1965
– სსრკ თასი: 1969
– სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1959
– სპორტის რაინდი — 2012
– საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედალი — 2015
– სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
– საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები