ცაგერში “კეჭნარის“ სკვერის კეთილმოწყობა დასრულდა

ცაგერის მუნიციპალიტეტში “კეჭნარისსკვერისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დასრულდა.  მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, ბონდის ხიდი, ბავშვთა გასართობი სივრცეები და სხვადასხვა ატრაქციონები. პროექტის ღირებულება 780 000 ლარია.

კეთილმოწყობილი სკვერი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ დაათვალიერა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემდეგ ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

“ეს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ცაგერის მუნიციპალიტეტს ტურისტული თვალსაზრისით. აქ ადამიანებისთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველი გარემოა, ასეთი პროექტების განხორციელებას კვლავაც ვაგრძელებთ რეგიონის მასშტაბით”, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები