მექსიკაში, იდალგოს უნივერსიტეტში საქართველოს ელჩმა საჯარო ლექცია გამართა
მექსიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, იდალგოს შტატის პოლიტექნიკურ და მეტროპოლიტანურ უნივერსიტეტში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ერისთავის საჯარო ლექცია გაიმართა.
მოხსენების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის, ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. მან, ასევე, ისაუბრა საქართველოს როლზე რეგიონში. ლექციის დასასრულ, ზურაბ ერისთავმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
უნივერსიტეტში სტუმრობისას, საქართველოს ელჩი, ასევე, გაეცნო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ აერონავტიკისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრს.
ვიზიტის დასასრულ, უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განხილული იქნა იდალგოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს პროფილურ უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.