შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ისრაელის ელჩს უმასპინძლა
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს უმასპინძლა.
შეხვედრაზე ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ გააცნო ისრაელის ელჩს ფონდის საქმიანობა და აღნიშნა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული სამეცნიერო თანამშრომლობის სქემები და ასევე მკაფიოდ დააფიქსირეს ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. შეხვედრაზე განხილეს მეცნიერების კომერციალიზაციის ასპექტი, რომელზეც ზვიად გაბისონიამ და რან გიდორმა ერთხმად აღნიშნეს, რომ თანამშრომლობის სამომავლო სქემებში აუცილებლად ყურადღებას დაუთმობენ მეცნიერებასა და კერძო სექტორის დაახლოების საკითხს.