დიმიტრი ცქიტიშვილი: ოპოზიცია საარჩევნო საკითხზე მოლაპარაკების ჩიხში შეყვანას ცდილობს
დამოუკიდებელი დეპუტატი, დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ჩიხში შეყვანას ცდილობს.
მისი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ როგორც ხელისუფლების, ასევე, ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფებს არ აწყობთ, შეთანხმება შედგეს.
„ერთი პერიოდი ხელისუფლება თუ ცდილობდა, საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შეეყვანა, ახლა მოლაპარაკებების ჩიხში შეყვანას ოპოზიცია ცდილობს. მოცემულობა ძლიერ პარტიებს აძლევს უპირატესობას და მათ ამის დაკარგვა არ უნდათ. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ქართული ოცნება“.
არაჯანსაღი იქნება, რომ ყველა ერთ აზრზე დარჩეს, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ შეიძლება, კომპრომისის მოძებნა არ უნდოდეს და ასე დარჩეს ყველა დანარჩენი. ყველას აქვს პასუხისმგებლობა, ზოგს – მეტი, ზოგს – ნაკლები. საბოლოო გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდურად უნდა მიიღოს და არა იქედან გამომდინარე, ვის რამდენი სკამი შეხვდება, არამედ იქედან გამომდინარე, თუ რა იქნება უკეთესი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.