აზერბაიჯანში სასწავლო დაწესებულებებში სწავლა შეჩერდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის საფრთხის გამო, სასწავლო დაწესებულებებში სწავლა 9 მარტამდე შეწყდა.
გადაწყვეტილება პრევენციული ზომების მიღებას უკავშირდება, კერძოდ, მოხდება სამედიცინო-პროფილაქტიკური და სადეზინფექციო ზომების გატარება.
აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასულ კვირას გამოვლინდა.