არჩილ თალაკვაძე: პარტიას, რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ჩაშლის, საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ამ გადაწყვეტილების ახსნა მოუწევს

კარგად დაეკითხეთ, ისინი სვამენ თუ არა ტოლობის ნიშანს და მათთვის არის თუა არა ერთი და იგივე არჩევნები და კონკრეტული საქმეები, სადაც არის ჩადენილი დანაშაული, მართლმსაჯულება პოლიტიკური კალენდრისგან დამოუკიდებლად მუშაობს, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის იმ წარმომადგენლების საპასუხოდ გააკეთა, ვინც მიიჩნევს რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ხელისუფლებასთან კონსენსუსი ვერ შედგება.

მისივე თქმით, პარტიას, რომელიც ჩაშლის ამ მოლაპარაკებებს, საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ამ გადაწყვეტილების ახსნა მოუწევს.

“40%-ის პრინციპი დაკმაყოფილებულია და უცნაური იქნება, თუ დღეს ოპოზიცია ცვლის თავის რიტორიკას და ამბობს, რომ ეს აღარ არის მისთვის მთავარი. იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ჩაშლის ამ მოლაპარაკებას, ანუ, არ დაეთანხმება პირობებს, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე დღეს არსებული სტატუს კვო, რომელიც კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში წერია, ამ პარტიას მოუწევს საზოგადოებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის ახსნა, თუ რატომ ჩაშალა საარჩევნო მოლაპარაკებები. მე გთხოვთ, რომ დავუბრუნდეთ ამ რესპონდენტებს და კარგად დაეკითხეთ, ისინი სვამენ თუ არა ტოლობის ნიშანს და მათთვის არის თუა არა ერთი და იგივე არჩევნები და კონკრეტული საქმეები, სადაც არის ჩადენილი დანაშაული და მართლმსაჯულება მუშაობს პოლიტიკური კალენდრისგან დამოუკიდებლად,” – განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები