არჩილ თალაკვაძე: საქართველო ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესოა

დარწმუნებული ვარ, ინფექციის გავრცელების შეკავებას შევძლებთ, ვინაიდან საქართველო ევროპის მასშტაბით, ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით ამ მომენტისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ექიმებს, ექთნებსა და ეპიდემიოლოგებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს, ვინც გაგებით მოეკიდა ეპიდემიური კონტროლისთვის შემოღებულ ზომებს. დარწმუნებული ვარ, ინფექციის გავრცელების შეკავებას შევძლებთ, ვინაიდან საქართველო ევროპის მასშტაბით, ამ მომენტისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება. თუ შეადარებთ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მიღებულ ზომებს და ქრონოლოგიას, საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ეფექტური ზომები მიიღო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები