ვახტანგ მაისაია: ვანო მერაბიშვილი რუსეთის გავლენის აგენტი იყო (ვიდეო)

ვანო მერაბიშვილი რუსეთის გავლენის აგენტი იყო, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა.

ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე ისაუბრა.

„ვანო მერაბიშვილი ტიპიური ჯალათია. მისი კავშირები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან უკვე შემდგარი ფაქტია. შემიძლია, გითხრათ, რომ ის იყო რუსეთის გავლენის აგენტი.
მაქვს მტკიცებულება, რომ ჩემი ე.წ. სისხლის სამართლის საქმე გაყალბებულია. მე ჩემი ადვოკატის მეშვეობით მოვიპოვე სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან დოკუმენტი, სადაც წერია, რომ 2009 წელს, როცა დამიჭირეს, მაშინდელმა კონტრდაზვერვამ არ გაუშვა ოპერატიული ჯგუფი არც უკრაინაში, არც სლოვაკეთში. არც მიაწოდეს უკრაინულ და სლოვაკ მხარეს, რომ თურმე, აქ დაიჭირეს სლოვაკეთის ჯაშუში. ჩემს მიმართ ბრალდება იყო მოგონილი. მე შემიძლია გაჩვენოთ ჩემი დაპატიმრების რეალური, პოლიტიკური მოტივი. ეს არის ჩემი ანალიტიკური სტატია, რომელიც მე მოვამზადე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტისათვის, როგორც ანალიტიკოსმა. ერთი მოხსენება იყო „ნაცმოძრაობის“ კლანების მდგომარეობაზე 2008-09 წლების პერიოდში. მეორე იყო ვანო მერაბიშვილის კავშირებზე ბელორუსიის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან და ასევე რუსეთის სპეცსამსახურებთან, მისი პირადი მეგობრობა რუსეთის მაშინდელ შს მინისტრთან, ნურგალიევთან. ეს არის ის დოკუმენტები, რის გამოც, ფაქტობრივად, მერაბიშვილმა გასცა ჩემი დაპატიმრების ბრძანება. როცა 5 მაისს მოდულის შენობაში შევხდი მერაბიშვილს და მესხელს , მათ ეს დოკუმენტები დამიდეს და მითხრეს , აქ არსებული ინფორმაცია მართალიაო და აინტერესებდათ წყარო. მითხრეს, ამის გამო ხარ შენ აქო. ეს მერაბიშვილის სიტყვებია. ეს დოკუმენტი დევს ჩემი სისხლის სამართლის საქმეში. ეს იყო ერთერთი მტკიცებულება ჩემი ჯაშუშური საქმიანობისა, რომ ეს დოკუმენტი გადავეცი ნატოს მხარეს. ამ დოკუმენტს სააკაშვილის კონტრდაზვერვამ დაადო გრიფი „საიდუმლო“. ეს ნიშნავს, რომ მათ აღიარეს ამ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციები როგორც რეალური. ეს უკვე არის მტკიცებულება”, – განაცხადა მაისაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები