ქვემო ვაშლოვანის სკოლის მოსწავლეებმა ეკოლოგიურ თემაზე პრეზენტაცია გამართეს
ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის ნიკო კეცხოველის სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილე ეკო კლუბმა “ვულკანი“ ნიკო კეცხოველის მიერ, ეკოლოგიურ თემაზე შექმნილი წიგნების განხილვა წარმოადგინეს.
პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების ფლორასა და ფაუნაზე, ბუნების დაცვაზე, მის მოვლასა და განვითარებაზე ისაუბრეს.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ნიკო კეცხოველის ღვაწლის დაფასება და საკუთარი წვლილის შეტანა გარემოს დაცვით ღონისძიებებში.
პრეზენტაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, პირველი მოადგილე ნადიმ ვასაძე, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროსი ბადრი მელაძე, საკრებულოს წევრი იური აბულაძე და მერის წარმომადგენელი ვაშლოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში ლადო აბულაძე ესწრებოდნენ. ვახტანგ ბერიძემ მოსწავლეებს ღონისძიების ჩატარებისათვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ მხარდაჭერას დაპირდა.