შიდა ქართლში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით ახალი პროექტი დაიწყო

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი მიმდინარეობს.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და საჯარო სკოლების პედაგოგებისა და აღსაზრდელებისათვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.

გორის საჯარო სკოლის პედაგოგები და 12 -17 წლამდე საოჯახო ტიპის სახლების და ნათესაურ და არანათესაურ მინდობით აღზრდაში მყოფი ბენეფიციარები პარალელურ რეჟიმში ეცნობიან მათთვის შემუშავებულ პროგრამებს. პროექტის ავტორებმა გორის მერთან და მის მოადგილესთან შეხვდრა  გამართეს, სადაც პროექტის მნიშვნელობისა და სამომავლოდ დაგეგმილი საქმინობის შესახებ ისაუბრეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერია პროექტის აქტიური მხარდამჭერია, მერიის მხრიდან გამოიყო შესაბამისი სივრცეები, სადაც 12-17 წლამდე ბენეფიციარები შესაბამის პირობებში იმაღლებენ ცოდნას მათი უფლებებისა და დანაშაულის შემთხვევაში არსებული კანონმდებლობის შესახებ. პროექტის დასრულების შედეგად, შიდა ქართლის სკოლებში პედაგოგები უკეთესად შეძლებენ მოსწავლეებში დანაშაულებრივი ქცევის გამომწვევი რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირებას, ხოლო მოსწავლეებში გაიზრდება ცოდნისა და ცნობიერების დონე დანაშაულის, მისი სახეებისა და შედეგების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები