სოფელ წინანდალში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ასფალტის საფარი 245 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიგო , ასევე, მოეწყო სანიაღვრე არხი. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 99 615 ლარით დაფინანსდა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს. “საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინმა” შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები