„სიტუაცია მართლაც საკმაოდ კრიტიკულია“ – ვახტანგ მაისაია სირიაში მიმდინარე მოვლენებზე (ვიდეო)
პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია სირიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. რა საფრთხეებია რეგიონში სირიის კონფლიქტის გამო, რომელშიც რუსეთი და თურქეთი არიან ჩართულები – ვახტანგ მაისაია რისკებს აფასებს.
ცნობისთვის, წუხელ, სირიის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის საჰაერო თავდასხმებს იდლიბის პროვინციაში სულ მცირე 33 თურქი სამხედრო ემხვერპლა, ხოლო 36 დაჭრილია.
ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, თურქეთის თხოვნით, დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომა ჩატარდება, რომელშიც ალიანსის 29-ვე მოკავშირე მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ ნატოს განცხადებაშია ნათქვამი.
სხდომა ნატოს მე-4 მუხლის შესაბამისად ჩატარდება, რომლის მიხედვით, ალიანსის წევრ ქვეყანას შეუძლია სხდომის ჩატარების მოთხოვნა, თუ თვლის, რომ მის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ან უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.