თბილისი-სენაკი-ლესელიძეს ჩქაროსნულ მაგისტრალთან შემაერთებელი გზების რეაბილიტაცია დაიწყო
კასპის მუნიციპალიტეტში სოფლების ყარაფილა, სარიბარი და ზადიანთკარის, თბილისი – სენაკი – ლესელიძეს ჩქაროსნულ მაგისტრალთან შემაერთებელი გზების სრული რეაბილიტაციის I ეტაპი დაიწყო.
პროექტით გათვალისწინებულია ასფალტის საფარის დაგება 4 200 გრძივ მეტრზე. მოეწყობა რ/კ ბეტონის კიუვეტები, ლითონის ცხაურები, ეზოში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. გზის ორივე ეტაპის სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ ფინანსდება.
პროექტის ბიუჯეტი 2 550 000 ლარა და სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ახორციელებს.
პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან აღნიშნული სოფლები ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარეა, ხოლო ზადიანთკარი მაღალმთიანიც. სამუშაოების დასრულების შემდეგ რეაბილიტირებული გზით 1000-ზე მეტი ბენეფიციარი ასევე, უცხოელი დამკვირვებლები ისარგებლებენ.