სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა უმასპინძლა.
უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს. ერევანში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს თავდაცვის მინისტრს სრულიად სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე გვირგვინით შეამკო 1915 წელს დაღუპულ სომეხთა მემორიალი. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრები კოლეგასთან, დავით ტონოიანთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართა.