აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინში 15 მოქალაქე იმყოფება
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინში 15 ადამიანი იმყოფება. პირველადი დაკვირვების შედეგად მათ ვირუსი არ აღმოაჩნდათ, თუმცა რისკის ქვეშ მაინც რჩებიან.
როგორც ფილტვის ცენტრის მენეჯერმა, თამაზ ჯიჯეიშვილმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, პაციენტები ცალ-ცალკე ოთახებში მოთავსდნენ და ისინი დაკვირვების ქვეშ 15 დღის განმავლობაში იქნებიან.
ამ დროისათვის, ფილტვის ცენტრში საინკუპაციო პერიოდს ერთი ირანის, ერთი აზერბაიჯანისა და 13 საქართველოს მოქალაქე გადის.
საქართველოში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 26 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი 50 წლამდე კაცს დაუდგინდა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ირანში მოგზაურობდა. იგი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.