ავთანდილ თალაკვაძე: კორონავირუსის პრევენციის მიზნით ყველა სასაზღვრო პუნქტზე, საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო პუნქტებზე მობილიზებულია ჩვენი ბრიგადები

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით სასაზღვრო პუნქტებზე სპეციალური ბრიგადები არიან მობილიზებული.

მისივე თქმით, ყველა ბრიგადა არის სრულ მზადყოფნაში, იმისათვის, რომ საეჭვო შემთხვევების დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქეების დროული ტრანსპორტირება მოხდეს.

“ყველა სასაზღვრო პუნქტზე, საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო პუნქტებზე მობილიზებულია ჩვენი ბრიგადები. ხდება აბსოლუტურად ყველა ადამიანის სკრინინგი, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების, რომლებიც ჩაითვლება საეჭვოდ და მათი მოძრაობა დაწყებულია იმ ქვეყნებიდან ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირებულია დიდი რაოდენობის კორონავირუსის შემთხვევები. ყველა ბრიგადა არის მზად, იმისთვის რომ მოახდინონ დროული ტრანსპორტირება საზღვრიდანვე”, – აღნიშნა თალაკვაძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები