სოფელ თეთრიწყლების მიმდებარედ ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების მიმდებარედ ხანძარია. ცეცხლი რამდენიმე საათის წინ, ტყის ქვედა საფარს მოედო.

როგორც “რეგიონულ კვირას ” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,სტიქიის ზონაში 10-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს და ქრობის სამუშაობს ახორციელებს.

“ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია, ადგილზე მუშაობს ათამდე მეხანძრე – მაშველი და მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები”,-განმარტავენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები