დუშეთში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე წყალარინების სისტემის მოწყობა დაიწყო

ქალაქ დუშეთში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, სადაც წლების განმავლობაში, წყალარინების (კანალიზაციის) სისტემა კეთილმოწყობილი არ არსებობდა, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე,  ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

მიმდინარე პროცესი, 27 თებერვალს, მერის წარმომადგენელმა დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვისცენტრის მენეჯერმა არჩილ ჭინჭარაშვილმა შეაფასეს.

მათი თქმით, ამ თანამედროვე ინფრასტრუქტურით ქუჩის მიმდებარე დასახლებაში მცხოვრები ორმოცამდე ოჯახი შეზღუდვის გარეშე ისარგებლებს.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მოასფალტების პროცესი დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები