თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პაციენტების მიმართვიანობა არ მომატებულა
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პაციენტების მიმართვიანობა არ მომატებულა. საავადმყოფოში განმარტავენ,რომ პანიკის საფუძველი, დღეის მდგომარეობით, არასაფუძვლიანია.
როგორც “რეგიონულ კვირასთან “რეფერალური საავადმყოფოს ექიმი განმარტავს, ვირუსული ინფექციებით დაავადებული პაციენტების მიმართვიანობა არ ფიქსირდება და საავადმყოფო მზადაა კორონა ვირუსის შემთხვევაში, პაციენტები “ბოქსირებულ” ოთახებში მოათავსონ.
“ბოქსირებული პალატები გვაქვს,ერთდროულად შეგვიძლია რამდენიმე პაციენტის მიღება. ინფექციური და ეპიდემიოლოგიური სამსახური მუშაობს, შესაბამისად დატრენინგებულები არიან და იციან როგორ მოახერხონ პაციენტებთან და ინფიცირებულებთან კონტაქტი”, – განმარტავს მარიამ მრელაშვილი.
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სამი ბოქსირებული პალატა ფუნქციონირებს,სადაც ექვსი პაციენტის მოთავსებაა შესაძლებელი.