ემანუელ მაკრონი: ეპიდემია მოდის, ჩვენი ვალია მას აღვუდგეთ
საფრანგეთი კორონავირუსის ეპიდემიას შეეჯახება, ექიმების ამოცანა კი, მდგომარეობს იმაში, რომ დაავადებას ეფექტურად შეეწინააღმდეგონ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონიმ განაცხადა.
საფრანგეთის პირველმა პირმა განმარტება პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში გააკეთა, რომელშიც გუშინ საფრანგეთის მოქალაქე კორონავირუსს ემსხვერპლა.
“ჩვენს წინაშე კრიზისია, ეპიდემია მოდის. ჩვენი ვალია – მას საუკეთესოდ აღვუდგეთ”, – განაცხადა მაკრონმა, საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრის დროს.
მან მედიკოსებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.