ირანში კორონავირუსისგან 39 ადამიანი განიკურნა

ირანში კორონავირუსისგან 39 ადამიანი განიკურნა, – წერს სააგენტო Fars ადგილობრივ მედიკოსებზე დაყრდნობით.

გამოჯანმრთელების შემთხვევები ქვეყნის სხვადასხვა რაიონში ფიქსირდება.

რაც შეეხება დაავადებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკას, ვირუსს 19 ადამიანი ემსხვერპლა, 139 დაავადებულია.

26 თებერვალს ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვითარება იმედის მომცემია, რადგან მის შეკავებასთან დაკავშირებით პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება.

მისივე თქმით, ქვეყნის რომელიმე ქალაქსა თუ რაიონში კარანტინის შემოღებაზე საუბარი არ მიდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები