ივნისიდან პატარა გორის მოსახლეობა რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს
ივნისიდან პატარა გორის მოსახლეობა რეაბილიტირებული გზით შეძლებს სარგებლობას. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჩაისუბანი-პატარა გორის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. პროექტი 2,2 კმ გზის მოწყობას ითვალისწინებს და მისი ღირებულება 780 000 ლარია.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მუხრან კაკაბაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ფატი ხალვაში გაეცნენ.
აღნიშნული პროექტი სოფლის მოსახლეობისთვის საცხოვრებელ პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. სამუშაოები 12 ივნისს დასრულდება.