ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში გამოფენა “სიყვარულის შთაგონებით“ გაიმართა
ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში გამოფენა “სიყვარულის შთაგონებით“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოში ბულგარეთის საელჩოს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.
გამოფენა ბულგარეთის ნაციონალურ დღესასწაულს 3 მარტს მიეძღვნა. კოლექციის შემოქმედებითი მოტივაციის და შთაგონების წყარო ქართულ-ბულგარული ურთიერთობები გახდა, ინსპირაცია კი, როგორ ვუყუროთ სამყაროს სიყვარულის თვალებით, ამიტომაც გახდა გამოფენის სლოგანი „ქართველი სოფია სოფიაში“.
წარმოდგენილი ნამუშევრები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს.