სელიმ ჩაკირი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა ნამდვილად გასაკვირია, რადგან იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს 2019 წელს იყო პროგნოზირებული

თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციას „საქართველო და მსოფლიო 2020″ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი წარმატებულად აფასებს.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ნამდვილად გასაკვირია, რადგან იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს 2019 წელს იყო პროგნოზირებული.

„ეს ნამდვილად წარმატებული კონფერენცია იყო. ჩვენ განვიხილეთ, თუ რას მიაღწია საქართველომ და რა გამოწვევებია მის წინაშე. რაც შეეხება სავალუტო ფონდს, ჩვენი პროგრამები გრძელდება, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ნამდვილად გასაკვირია, რადგან იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს 2019 წელს იყო პროგნოზირებული” – აღნიშნა სელიმ ჩაკირმა.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის ჰგანცხადებით, წელს საქართველოს ეკონომიკაში რისკები დაბალანსებულია, თუმცა, არსებობს მოკლევადიანი გლობალური გამოწვევები.

„წელს რისკები დაბალანსებულია, ბოლო ხანებში არსებობს უფრო მოკლევადიანი გლობალური გამოწვევები, მაგალითად, კორონავირუსით გამოწვეული შეფერხებები, რაც მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენას ახდენს. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადია, მაგალითად, ბიუჯეტში შემოსავლები გაიზარდა. ვფიქრობ, გამოწვევები წელსაც იქნება და მჯერა, რომ ხელისუფლება გააგრძელებს გონივრული პოლიტიკის გატარებას. მოლოდინი გვაქვს, სწორი მონეტარული პოლიტიკით ინფლაციის მოსალოდნელი დონე შენარჩუნდება და დაკმაყოფილდება 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელი”, – განაცხადა სელიმ ჩაკირმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები