გია ვოლსკი: პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთში ვერ შეთანხმებულან და სადილის პერიოდში რა შეთანხმებას მიაღწევდნენ
სადილის განმავლობაში რა თანხმობა უნდა მიეღოთ ან რა საკითხებზე შეიძლება შეთანხმებულიყვნენ ოპოზიცია და უმრავლესობა, ან პოლიტიკური ჯგუფები, ერთმანეთში ვერ შეთანხმებულან და სადილის პერიოდში რა შეთანხმების მიღწევაზეა საუბარი, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი გუშინ აშშ-ის საელჩოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ სადილს.
ვოლსკის თქმით, აღნიშნულ არაოფიციალურ შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიტიკურმა ძალებმა პარტიული და პიროვნული ინტერესები წინ არ უნდა დააყენონ.
“არაოფიციალური, საქმიანი სადილი იყო, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ პარტიებმა არ უნდა დააყენონ პარტიული ან გარკვეული პიროვნებების ინტერესი წინ. სადილის განმავლობაში რა თანხმობა უნდა მიეღოთ ან რა საკითხებზე შეიძლება შეთანხმებულიყვნენ ოპოზიცია და უმრავლესობა, ან პოლიტიკური ჯგუფები. ერთმანეთში ვერ შეთანხმებულად და სადილის პერიოდში რა შეთანხმების მიღწევაზეა საუბარი. აქ ლაპარაკია, იმაზე, რომ ყველამ გაითავისოს რა სჭირდება მსოფლიოს მოკავშირეს საქართველოსაგან. ამერიკას აქვს მისია, აშშ-ს ინტერესები რეგიონში და აქვს მისია, მოკავშირე ქვეყანა საქართველო სამშვიდობოს გაიყვანოს”,- განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა ვახშამი გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ შეხვედრა არაფორმალური ხასიათის იყო.