ნიკოლოზ მჭედლიშვილი: IPSOS -ის კვლევაში ძალიან ბევრ უცნაურობას ვაწყდებით

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი კომპანია IPSOS-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება, რომელიც „მთავარმა არხმა“ გაასაჯაროვა.

როგორც მჭედლიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეკსლუბში სტუმრობისას განაცხადა, პოლიტიკური ძალის მიერ კვლევის შედეგებით მანიპულაცია უნდა დასრულდეს.

„IPSOS -ის კვლევაში ძალიან ბევრ უცნაურობას ვაწყდებით, იქ წერია, რომ 39 % აქვს „ქართულ ოცნებას“ და მეორე მხარე არის პროდასავლური ოპოზიცია. ამ დროს ამ „პროდასავლურ ოპოზიციაში“ არის ნინო ბურჯანაძე, „ლეიბორისტები“, რომლებზეც ვერ ვიტყვი, რომ პროდასავლურები არიან. შესაბამისად, როცა IPSOS-ის მკვლევარი ველზე სამუშოს ატარებდა და ეკითხებოდა ამომრჩეველს „ქართული ოცნება“ გინდა, თუ პროდასავლურ ოპოზიციო, უკვე თვითონ უყალიბებდა წარმოდგენას ამა თუ იმ ოლიტიკრ ძალაზე, გარკვეულ გავლენას ახდენდა გამოკითხულზე და მის პოზიციაზე, საბოლოოდ კი კვლევის შედეგზე, რაც ჩემი აზრით, არასწორია. იმის თქმა რომ პროდასავლური ოპოზიცია ერთად არის არის 55 %, ტყუილია. ეს პროდასავლური ოპოზიცია არ არის. იქ ნაზავია, სადაც პრორუსული ძალები არიან. არიან ძალები, რომლებიც, შესაძლოა გარკვეულ მომენტში რუსებთან გარიგებაზეც წავიდნენ, იქ, რა თქმა უნდა, პროდასავლელებიც არიან. ჩემთვის IPSOS-ი წინა შედეგებიდან გამომდინარე, არის არასანდო ორგანიზაცია, თუმცა პოლიტიკურ ძალებს შორის დისკუსია ძალიან საინტერესოდ მიდის.
Ndi-ის კვლევებსაც რომ ვუყურებდი, ჩემი აზრით სასაცილო შედეგებიც იყო ზოგიერთ პოლიტიკოსთან მიმართებაში, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავამთავროთ პოლიტიკურ ძალების მიერ კლევების შედეგების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. აუცილებელია, შეიქმნას ორგანიზაცია, სადაც იქნება ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლისგან დაკომპლექტებული ბორდი, მათ შორის, ხელისუფლებისგან. ისინი 2-3 თვეში ერთხელ ჩაატარებენ კვლევებს და გვექნება სურათი. ისეთი ორგანიზაცია უნდა შეიქმნას, რომელიც მომავალში სულიად გამორიცხავს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიერ კვლევის შედეგებით მანიპულაციას. ეს უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა მჭედლიშვილმა.
ცნობისთვის, შეკითხვა IPSOS -მა ამ ფორმით დასვა: “როგორ მისცემდით ხმას, ხვალ რომ ორი სუბიექტი იყრიდეს კენჭს, გაერთიანებული პროდასავლური ოპოზიცია და “ქართული ოცნება”?.
მათი ინფორმაციით, პასუხები ასე გადანაწილდა: პროდასავლური ოპოზიცია – 55 %; „ქართული ოცნება”39% .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები