თელავის სასამართლოში პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

თელავის რაიონულ სასამართლოში, პანკისი მომხდარ სისხლიან გარჩევაში მონაწილე არბი ქავთარაშვილის და რუსლან ხანგოშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. მოწმის სახით, ახმეტის პოლიციის დუისის განყოფილების თანამშრომელი დაიკითხა, რომელიც შემთხვევის დროს, ადგილზე იმყოფებოდა.

პოლიციის თანამშრომელმა დეტალურად გაიხსენა გასული წლის 27 ნოემბერს განვითარებული მოვლენები. ბრალდების მოწმესთან კითხვები ჰქონდა,როგორც მოსამართლეს, ასევე ადვოკატს და პროკურორს.

სხდომას ორივე ბრალდებული და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

შემდეგი პროცესი 10 მარტს 16:00 საათზე განახლდება.

შეგახსენებთ, რომ გვარებს შორის დაპირისპირება, პანკისის ხეობაში, გასული წლის 27 ნოემბერს მოხდა. რა დროსაც ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები