ირაკლი სესიაშვილი: მეჩვენება, რომ ჩვენი ოპონენტები რევოლუციური მიზნებისკენ ცდილობენ სიტუაციის წაყვანას

სამწუხაროდ, ვხედავ რაღაც რადიკალურ პოზიციებს, რომელიც არ არის ორიენტირებული იმ შედეგზე, რომ ქვეყანაში მშვიდობიან და თავისუფალ რეჟიმში ჩატარდეს არჩევნები, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას რადიკალური პოზიციები აქვს.

“პირველ რიგში არანაირი ულტიმატუმი არ არსებობს. ჩვენ, მმართველმა პარტიამ ოპოზიციას და პირველ რიგში საზოგადოებას შესთავაზა კომპრომისული ვერსია. სამწუხაროდ, მეორე მხრივ, მე ვხედავ რაღაც რადიკალურ პოზიციებს, რომელიც არ არის ორიენტირებული იმ შედეგზე, რომ ქვეყანაში მშვიდობიან და თავისუფალ რეჟიმში ჩატარდეს არჩევნები. მეჩვენება, რომ ჩვენი ოპონენტები რაღაც რევოლუციური მიზნებისკენ ცდილობენ სიტუაციის წაყვანას”,- განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები